ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 268 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 26 399 ტესტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 989-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.46%.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 233 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 237-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 648 პირი
ემსხვერპლა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 46,
ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 16, გურია - 11, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 7, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 078,
საიდანაც: 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 682, აჭარაში - 140, იმერეთში - 254. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში
- 23, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი,
მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 136 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 - თბილისში, 30 -
აჭარაში. 1 604 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 251 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 140, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 632 პირი.
ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 499 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 548 პირი, აჭარაში - 492, იმერეთში - 647.