ახალი ამბები
თემურ მანველიშვილს მანქანაზე მუქარის წერილი დაუტოვეს
გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის აწ უკვე ყოფილ უფროსს თემურ მანველიშვილს მანქანაზე მუქარის შემცველი შინაარსის წერილი დაუტოვეს. ამის თაობაზე მანველიშვილმა qartli.ge-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფის ადამიანებმა ქალაქში ჯერ მისი შეურაცხმყოფელი ფოტოები გამოაქვეყნეს, შემდეგ კი, სახლის წინ, მუქარის წერილი დაუგდეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ თუკი მანველიშვილი თანამდებობას არ დატოვებდა, უარესი მოელოდა.

,,როგორც იცით, ქალაქში გააკრეს
პლაკატები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახეს თავიანთი რეალური სახე. რამდენიმე დღის შემდეგ კი, მანქანაზე დამიტოვეს წარწერა - წადი თანამდებობიდან, თორემ უარესი დაგემართებაო. სამსახურიდან წავედი იმის გამო, რომ რთულ მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა ოჯახის წევრები და შვილები. ჩემ შვილებს რომ სადმე ენახათ ეს პლაკატები გაკრული, მძიმე ტრავმას მიიღებდნენ" - აღნიშნავს თემურ მანველიშვილი. იგი განმარტავს, რომ საზოგადოებისთვის მისი მხრიდან არანაირი შეურაცხმყოფელი ქმედება არ განხორცილებულა.

თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში თავზე ვედრო ჩამოამხ სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს. მაქარაშვილი იმ სპროტესტო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი იყო, რომელიც გორის მერიის წინ გაიმართა. აქციის დამთავრების შემდეგ, მანველიშვილმა მაქარაშვილს თავზე ვედრო ჩამოამხო, სადაც ფუნა და ხორბლის ნარჩენები იყო ჩაყრილი.

საპროტესტო აქციის დროს მონაწილეებმა ფუნა და ხორბალი მერიის შენობის წინ დაყარეს. ისინი გორის მერის განცხადებას აპროტესტებდნენ, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დევნილთა დასახლებაში გააკეთა. მერმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დროს ცხინვალის მიმართულებით დაიბომბა მოსახლეობა.

მანველიშვილის ქმედება მაქარაშვილმა პროკურატურაში გაასაჩივრა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაქარაშვილი კი, დაზარალებულად ცნეს.

დაზარალბულად მაქარაშვილის ცნობის შემდეგ, თემურ მანველიშვილმა გადადგომის შესახებ, მერიას განცხადებით მიმართა. მერმა ორი კვირის განმავლობაში განცხადებას რეზოლუცია არ დაადო. ამის შემდეგ, თემურ მანველიშვილმა მერს დაუყოვნებლივ გათავისყუფლების თაობაზე, ახალი წერილით მიმართა. კოტე თავზარაშვილმა მეორე განცხადება დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა.

სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" შექმნილ ჯგუფში მანველიშვილის მხარდამჭერები წერენ, რომ გორის მერს უნდა გამოეკვლია რეალური მიზეზები, თუ რატომ მიდის საკუთარი ნებით მანველიშვილი. ისინი ფიქრობენ, რომ მანველიშვილი ღირსეულად მოიქცა, ხოლო გორის მერისაგან მხარდაჭერა არ მიუღია. მანველიშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა 500-ს აღწევს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
,,მაგრამ ჯობია, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ. მოსწავლეების თვალსაც უხარია, როცა
მიზანი იმ რეგიონების დახმარებაა, რომლებიც კონფლიქტის დროს დაზარალდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღინიშნა, რომ ეს სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს სძენს
,,ეს თემა იმდენად ღია და გამჭვირვალეა, რომ ევროპასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები აღარც ერთ ასპექტში არსებობს"
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,სიძეებმა მოგხედოთო" - სახლი, სადაც 7 შვილი გაზარდეს
ნახეთ რეპორტაჟი, თუ როგორ ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ხურვალეთში სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრის თანამშრომლები არ შეუშვეს
,,ვიპ სალონის" წარმომადგენლებს მოხუცებისთვის კოსმეტიკური საშუალები და, ასევე, სხვადასხვა პროდუქტები მიჰქონდათ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
"ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ბრალს არ აღიარებს
22:44 / 22.05.2019
,,ამ ბიჭმა ჩვენი სკოლა დაამთავრა, თუმცა, იმაზე ადრე ვიდრეო
დაოჯახდებოდა. მე-9 კლასიდან გავიდა და მას შემდეგ თბილისში მუშაობდა.
,,ამ ბიჭმა ჩვენი სკოლა დაამთავრა, თუმცა, იმაზე ადრე ვიდრეო დაოჯახდებოდა. მე-9 კლასიდან გავიდა და მას შემდეგ თბილისში მუშაობდა.
16:28 / 22.05.2019
ფოტოზე გამოსახული გოგონა, კალათით მხარზე, გორის მიმართულებით
მოძრაობს. მას შემდეგ 72 წელი გავიდა.

ფოტოზე გამოსახული გოგონა, კალათით მხარზე, გორის მიმართულებით მოძრაობს. მას შემდეგ 72 წელი გავიდა.

15:09 / 22.05.2019
"არტ ვილა გარიყულაში" ევროპის დღეების ფარგლებში ღონისძიება "მე - ევროპელი" გაიმართა.
13:34 / 22.05.2019
ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს
შორის, კონფლიქტი არსებობდა.
ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის, კონფლიქტი არსებობდა.
12:40 / 22.05.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.