ახალი ამბები
კარმენის დირექტორი: ,,ხელფასების მომატება ჩემი გადასაწყვეტი არაა"
წისქვილკომბინატ ,,კარმენის" დირექტორი მერაბ დათვიაშვილი აცხადებს, რომ მუშებისთვის ხელფასების მომატების თაობაზე, ქარხნის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა წარმოების სიმძლავრეებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანულმა მხარემ ანაზღაურების გაზრდა ვერ შეძლო.

ამის შესახებ მერაბ დათვიაშვილი qartli.ge-ს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, გორში აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენელი იმყოფება და პროფკავშირების წარმომადგენელთან შეხვედრას გამართავს.

,,ეგ ბიჭები ყველა თითქმის ჩემ ხელში არიან გაზრდილები? მე რას მემართლებიან? კარგის მეტი
არაფერი გამიკეთებია? როგორც ისინი არიან აყვანილი სამუშაოდ, მეც ანალოგიურად ვარ დანიშნული დირექტორად. 3-4 წელიწადი წარმოება ზარალზე მუშაობდა, მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანისთვის ხელფასი არ დაგვიკლია. წაგების მიუხედავად, ვუნაზღაურებდით. ქარხნის მეპატრონეები ცდილობენ წარმოების გაძლიერებას, ხარჯები გაეზარდათ და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ანაზღაურების გაზრდა" - ამბობს მერაბ დათვიაშვილი.

მისი ინფორმაციით, დატვირთვის მიხედვით, მუშების ანაზღაურება 800 ლარიდან 1400 ლარამდე მერყეობს:

,,მესმის მათი მდგომარეობა. 80%-ს ბანკის ვალები აქვს, პროდუქტები გაძვირებულია და შესაბამისად, ანაზღაურების გაზრდაც სურთ. ხელფასების მომატება ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მათ ძალიან კარგად იციან" - აცხადებს მერაბ დათვიაშვილი.

გუშინ, 2019 წლის 14 მარტს ქარხნის 8 მუშა წარმოების შეფერხების გამო გათავისუფლდა. დათვიაშვილის ინფორმაციით, ეს სწორედ ქარხნის გაჩერების გამო, მოხდა. ბრძანების მიხედვით, მუშები სამუშაო პროცესზე არ გამოცხადდნენ, რაც მათი გათავისუფლების საფუძველი გახდა.



მუშების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანება იცავს.

,,თითო ადამიანს დღეში დაახლოებით 40 ტონა ფქვილის გადაზიდვა უწევს“ - ამის შესახებ qartli.ge-ს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასაძემ განუცხადა. ის წისქვილკომბინატის მუშებს ჯერ კიდევ 18 იანვარს შეხვდა. გიორგი დიასამიძის თქმით, ,,კარმენის“ თანამშრომლები, განსაკუთრებით, მუშები საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ამიტომ, სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნა მათი მხრიდან სამართლიანია.

,,2010 წლიდან, მუშა-მოსამსახურეებს ხელფასები არ გაზრდიათ. უწევთ მძიმე სამუშაოს შესრულება. ყოველდღიურად, თითო მოსამსახურეს დაახლოებით 40 ტონა ფქვილის გადაზიდვა უხდება. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზე ქარხნის მფლობელებმა რეაგირება მოახდინონ. ბატონმა მერაბმა გვითხრა, რომ ის ადგილზე ფინანსურ საკითხებს ვერ წყვეტს. აგვიხსნა, რომ ამ საკითხებზე ქარხნის მფლობელებთან შეხვედრა და საუბარი, მაისში შედგება. ისიც დანიშნული ხელმძღვანელია მფლობელისგან. ურჩია თანამშრომლებს, რომ ხელმძღვანელის ჩამოსვლამდე მოეცადათ, თუმცა მუშები ფიქრობენ, რომ როცა მფლობელი ჩამოვა, შეხვედრა შეიძლება არც შედგეს, ხოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდება.“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.



ქარხანა ეკუთვნის აზერბაიჯანულ კომპანიას.

,,მაგალითად, მარნეულში მდებარე ქარხანაში 2010 წლამდე უფრო დაბალი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე გორში. 2010 წლიდან კი, გორისა და მარნეულის წისქვილკომბინატებში დასაქმებულ თანამშრომლების ხელფასები გაუთანაბრეს ერთმანეთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ უახლოეს მომავალში არ შეიცვლება სახელშეკრულებო პირობები, აუცილებლად გატარებულ იქნება შესაბამისი ზომები. ვითხოვთ, კოლექტიური ხელშეკრულების დადებას, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება პირობები, მათ შორის ანაზღაურების საკითხიც.“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
საბედნიეროდ, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამას ცუდად იყენებს. ამან არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის დაჩაგვრა,
ტონი მემელი წამყვანი გიტარისტია, ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი.
მასში მონაწილეობას გორის და გორის რაიონის 24 საჯარო სკოლა იღებდა.
,,ეს ჩვენი მეორე საჯარო ფორმატის შეხვედრაა. ამ პატარა ფორმატის შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი აქვს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,რიტუალების სახლის თანხა ,,პრარაბმა" კაზინოში წააგო" - ჩობალაურში მუშები ხელფასს ითხოვენ
სოფელ ჩობალაურს წელს ნაცვლად 5 ათასი ლარისა, 10 000 ლარი შეხვდა. სოფლის კრება შედგა, თუმცა, მოსახლეობა ამ შეხვედრას კრებას
,,ატოს" და ,,იურჩიკას" ამბავი ატოცში
p.s რეპორტაჟის მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ,,იურჩიკა" რუსმა სამხედროებმა კვლავ დაიჭირეს. ,,ძალა ერთობაშიას"
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
შეხვედრას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებით პროფესორი ვლადიმერ
ხომერიკი მართავდა და დარბაზში შეკრებილებს

შეხვედრას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებით პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი მართავდა და დარბაზში შეკრებილებს

18:59 / 20.04.2019
,,ჩვენ რაკი კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ, გვითხრეს, რომ აქ რა
პროექტებიც განხორციელდება, იმაზე იქნება საუბარიო.
,,ჩვენ რაკი კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ, გვითხრეს, რომ აქ რა პროექტებიც განხორციელდება, იმაზე იქნება საუბარიო.
18:05 / 20.04.2019
აღნიშნა, რომ ხელისუფლება პირადად უნდა შეხვედეს პუტინს და იქ უნდა
უთხრას, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია.
აღნიშნა, რომ ხელისუფლება პირადად უნდა შეხვედეს პუტინს და იქ უნდა უთხრას, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია.
17:33 / 20.04.2019
საკრებულოს წევრების - ვასილისა ჯაბახიძისა და ბექა ქორჩილავას
ინიციატივით ოპოზიცია
საკრებულოს წევრების - ვასილისა ჯაბახიძისა და ბექა ქორჩილავას ინიციატივით ოპოზიცია
17:07 / 20.04.2019
ქალბატონს თეთრი ფერის პიკაპი პუჭკინის ქუჩაზე დაეჯახა.
თვითმხილველებმა კი, პოლიცია გამოიძახეს.
ქალბატონს თეთრი ფერის პიკაპი პუჭკინის ქუჩაზე დაეჯახა. თვითმხილველებმა კი, პოლიცია გამოიძახეს.
15:57 / 20.04.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.