ახალი ამბები
ერედვის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
ფოტოზე: 28 წლის წინ მოკლული ოსი მოქალაქეები

1991წლის 18 მარტს ერედვში ტრაგედია მოხდა.12 ადამიანი, რომელიც ოსურ სოფლებიდან - დმენისიდან, ხელჩუადან და ზემო ქერედან ,,ურალის" მარკის ავტომანქანით, ცხინვალისკენ მიდიოდა, ერედვთან ჩამოსხეს.

,,ურალში" სულ25 ადამიანი იმყოფებოდა. ქალები და ბავშვები გაათავისუფლეს.12 მამაკაცი კი, გაუჩინარდა. მათ ნეშტებს, გორის პროკურატურის დახმარებით, მხოლოდ, 1993 წელს მიაგნეს.

ეს ამბავი უკავშირდება იმავე 1991 წლის 18 მარტს წვერიახოს მთაზე 4 ქართველის, მათ შორის, მერაბ მინდიაშვილის (,,ვიროს") მკვლელობის ფაქტს. ორივე შემთხვევა ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიაში ერთ-ერთ გამოუძიებელ საქმეებად რჩება და ადამიანთა წამებასთანაა დაკავშირებული.

ამ ამბებს 1991
წლის მარტში გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა"  საერთოდ არ ახსენებს. უცნობი რჩება იმ პერიოდის სახელისუფლებო გაზეთით შს სამინისტროს პოზიცია.



ფოტოზე: 28 წლის წინ წვერიახოს მთაზე მოკლული მერაბ მინდიაშვილი

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, ყოველწლიურად,  დაღუპულთა საფლავებზე იკრიბება, იხსენებს ტრაგიკულ დღეს და გარდაცვლილ ოსებს. ოსური მედია ვრცელ ადგილს უთმობს დაღუპულთა ახლობლების მოგონებებს.

28 წლის წინ მარტში საქართველოს მოსახლეობა რეფერენდუმისთვის ემზადებოდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კი, 17 მარტს ცალკე რეფერენდუმი ჩაატარეს. ავტონომიური ოლქი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენას ითხოვდა, ეროვნული მოძრაობა კი, - საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას. საბოლოოდ, რეფერენდუმი 31 მარტს შედგა. ოფიციალურ წყაროების ცნობით, რეფერენდუმის მიხედვით, მოსახლეობის 99%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას.

საქართველოს ხელისუფლებამ, პირველად, 2007 წელს, დიმიტრი სანაკოევის ინიციატივით, შეძლო 1991 წლის 18 მარტს დაღუპული მოქალაქეების საფლავებზე მისვლა და პატივის მიგება. ეს იყო ,,პატიებისა და შერიგების აქცია”, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შეწყდა:

,,ჩემი მოწოდებაა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისადმი, ოსებისა და ქართველებისადმი, გვახსოვდეს ის, რაც მოხდა და დავიწყოთ მოძრაობა შერიგებისთვის. ჩვენ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, რათა ჩვენმა შვილებმა აღარ გამოსცადონ ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ ერთად მეგობრულად ცხოვრება. " - განაცხადა სანაკოევმა პატიებისა და შერიგების აქციაზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს

,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება.
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
,,გორი, უკვე, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი გახდა. მხოლოდ ამ ორ ქალაქს ვერ ვჯობნით,
ამავე კატეგორიაში
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის
სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა
21:26 / 23.08.2019
,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა
ფილმებს უყუროს

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს

12:40 / 22.08.2019
,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის
თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება
სურდათ.
,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
21:36 / 19.08.2019
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
11:46 / 19.08.2019
ამ კაცის შერცხვენა შეიძლება. მაგალითად პურს არ მიყიდიან მაღაზიაში,
ქუჩაში დამნახველები
ამ კაცის შერცხვენა შეიძლება. მაგალითად პურს არ მიყიდიან მაღაზიაში, ქუჩაში დამნახველები
19:25 / 16.08.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.