ახალი ამბები
გორში პოლიციის სამმართველოს უფროსს ინციდენტი შეემთხვა
შუაღამეს, გორის საპატრულო პოლიციის უფროსს, რომელიც შკოდას მარკის ავტომანქანით, გორიდან სვენეთის მიმართულებით მიდიოდა, ინციდენტი შეემთხვა.

ე.წ. მტკვარწყალმშენის დასახლების ასახვევთან, საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომანქანა ეჯახებოდა. სამმართველოს უფროსმა მაშინვე ქალაქში მოძრავ ეკიპაჟის წევრებს დაურეკა.

,,ღამის დაახლოებით 00:15 სთ-ზე დაგვირეკა სამმართველოს უფროსმა და შეგვატყობინა, რომ მას საავარიო სიტუაცია შეუქმნა მინივენმა, რომელიც გორის მიმართულებით მოძრაობდა. ჩვენ დაუყოვნებლივ გავედით სუხიშვილის ქუჩის მიმართულებით და
დავინახეთ აღნიშნული მანქანა. შევაჩერეთ და ავუხსენით, რომ მას 200 ლარით ვაჯარიმებდით"
- განაცხადა სასამართლო სხდომაზე პატრულ-ინსპქტორმა ვახტანგ მღებრიშვილმა.

მისი განმარტებით, მინივენის გაჩერების დროს, მძღოლმა დარღვევა აღიარა.

სასამართლო სხდომაზე სამართალდამრღვევად ცნობილი გ. აწკარუნაშვილი ამბობდა, რომ მას საავარიო სიტუაცია არ შეუქმნია:

,,მგზავრები გორში მომყავდა. ჩემ წინ ჟიგული ნელი სვლით მიდიოდა და გვერდი იმავე ზოლში ავუქციე, სადაც ვმოძრაობდი. საპირისპირო მხრიდან კი მოდიოდა მანქანა, მაგრამ მისთვის საავარიო სიტუაცია არ შემიქმნია" - განაცხადა მძღოლმა.

მოწმის საკითხით დაკითხულმა ოცმეთაურმა იოსებ კოშაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ საავარიო სიტუაცია რომ ნამდვილად შეიქმნა, ამას ადასტურებს შემდეგი გარემოება: ,,ჩვენი სამმართველოს უფროსი რომ არ გადასულიყო გზიდან ხრეშიან ადგილზე, მინივენი აუცილებლად დაეჯახებოდა" - განაცხადა ოცმეთაურმა კოშაძემ.

მოსამართლე ნინო გერგაულმა საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით სხდომაზე საპატრულო პოლიციის მიერ გადაღებული კადრები გამოიკვლია. კადრებში, უშუალოდ, დარღვევის ფაქტი არ ჩანს, თუმცა მძღოლი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს ეხვეწებოდა, რომ 200-ლარიანი ჯარიმა არ დაეწერათ:

,,გეხვეწებით, არ დამიწეროთ 200 ლარი. აი. ახლა დავურეკავ თქვენს უფროსს, ლაშას. ჯერ არ დაწეროთ, დავრეკავ ტელეფონზე და მერე ის თქვენ დაგირეკავთ"- უთხრა მძღოლმა პატრულის თანამშრომელს ვახტან მღებრიშვილს. ეს საუბარი ვიდეოზეა დაფიქსირებული. კადრებში გარკვევით ისმის დარეკვის მომენტიც, სადაც მძღოლი ადრესატს დასახმარებლად მიმართავს სახელით. ამის შემდეგ, დაახლოებით 2-3 წუთი, პატრული და მძღოლი ,,ლაშას" საპასუხო ზარს ელოდებიან. საპატრულო პოლიციამ დანარჩენი კადრები სასამართლოს აღარ მიაწოდა.

როგორც სხდომაზე გაირკვა, მძღოლმა 200 ლარიანი ჯარიმის ქვითრის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს ისე მიმართა, პატრულის თანამშრომლებისთვის ერთი კითხვაც არ დაუსვამს. მოსამართლე ნინო გერგაულის მიმართვაზე, კითხვა ხომ არ გაქვთ პატრულის თანამშრომლის მიმართ, მძღოლი პასუხობდა, რომ - არა. იგი მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ უწყვეტი ხაზი არ გადაუკვეთავს.

ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს, პროცესზე დაბარებული იყო სამმართველოს უფროსი, თუმცა ის არ გამოცხადდა. მოსამართლე ნინო გერგაულმა განაცხადა, რომ ჯარიმის ოქმი შედგენილია სათანადო შესწავლის გარეშე:

,,ვაუქმებ სამართალდარღვევის შესახებ ოქმს და ახალი გადაწყვეტილების გამოსატანად საქმეს საპატრულო პოლიციას ვუგზავნი" - განუცხადა მოსამართლემ მინივენის მძღოლს.

ქარტლი.გე ცდილობს გაარკვიოს, როგორც სამმართველოს ,,დაზარალებული" უფროსის ვინაობა, ასევე, იმ ,,ლაშას"ვინაობა, რომელსაც დასახმარებლად სამგზავრო მინივენის მძღოლმა დაურეკა. შსს-ს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად ასეთი სახელის მქონე პიროვნება შიდა ქართლის საპატრულო და შს სამმართველოს რიგებში (ხელმძღვანელად ან მოადგილედ) არ მუშაობს.

მძღოლს, გ. აწკარუნაშვილს ვკითხეთ იმ პიროვნების გვარი. მისი თქმით, ტელეფონზე მის ახლობელს, გვარად პაპიტაშვილს დაურეკა. შსს-ში აცხადებენ, რომ ასეთი პირის იდენტიფიკაციას ვერ ახდენენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ლეხურა-სვენეთის გაზსადენის

ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. მათ, სწორედ, ის გზა გაიარეს,

გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
,,რამდენიმე დღის წინ, საღამოს საათებში დაგვირეკეს კლინიკაში და გვითხრეს, რომ ნაავარიებელი
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ნუგი ახალკაცი - ომის დროს დაღუპული 16-წლის ბიჭის ამბავი
ტრაგიკული ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ თორტიზაში მცხოვრებ ნანა ახალკაცის ოჯახს დაატყდა. ბებიასთვის
ომის ფოტოისტორია - ზაზა და თამაზ გოგიშვილები ზემო ხვითიდან
ფეხებით გვდგებოდნენ, სიგარეტის ნამწვს გვაყრიდნენ ზევიდან, „მაიკა“ სულ ამომწვარი იყო. გადავტრიალდებოდი და ისე ვაგდებდი სიგარეტის ნამწვებს
ამავე კატეგორიაში
დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო
პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა
დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა
12:06 / 20.09.2019
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში აქცია გაიმართა. მოსახლეობის
ნაწილი აცხადებს, რომ ლეხურა-სვენეთის გაზსადენის
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ლეხურა-სვენეთის გაზსადენის
16:49 / 19.09.2019
ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით
ჩამოვიდნენ. მათ, სწორედ, ის გზა გაიარეს,

ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. მათ, სწორედ, ის გზა გაიარეს,

22:22 / 18.09.2019
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან
მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
14:15 / 18.09.2019
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან
მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
01:45 / 18.09.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.