ახალი ამბები
თიბისიმ საერთაშორისო ორგანიზაცია Mckinsey-სთან ერთად ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო [R]
თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას.

ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს ერთი პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და
მეტ დამოუკიდებლობას.

თიბისის გენერელური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: "თიბისი საკმაოდ სწრაფად იზრდება, უკვე შევედით უზბეკეთის ბაზარზე და ამ გაფართოების ფონზე უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის სისტემა გვჭირდებოდა. ამიტომ დავნერგეთ ეჯაილი. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ვფიქრობ ამ ახალ სტრუქტურაზე გადასვლა მეტ თავისუფლებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს და მათთვის სამუშაო პროცესი ბევრად საინტერესო გახდება."

ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა განსხვავდება სტანდარტული იერარქიული სისტემისგან. დირექტორების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაცვლად, შეიქმნა ლიგები, გუნდები, ლეგიონები და ცოდნის ცენტრები.

ლიგები განსაზღვრავენ ბიზნეს მიმართულებას და ისინი ეჯაილ ორგანიზაციის ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეულები არიან. როგორც წესი, ლიგა შედგება 50-150 ადამიანისგან. ლიგები იყოფიან გუნდებად.

გუნდი დამოუკიდებელი, თვითორგანიზებული ერთეულია, რომელიც იქმნება ერთი მიზნის მისაღწევად. ის შედგება მაქსიმუმ 9 წევრისგან. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გაერთიანებული იყოს მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო კომპეტენციის მქონე პირი. სწორედ გუნდები ერთიანი ძალისხმევით ქმნიან იმ ბიზნეს ღირებულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

ლეგიონი წარმოადგენს ერთი კომპეტენციის სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც შედგება 5-10 წევრისგან. ლეგიონი პასუხისმგებელია კონკრეტული კომპეტენციის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე. ლეგიონის წევრობა იმავდროულად გულისხმობს რომელიმე გუნდის წევრობას.

ლიგებისგან დამოუკიდებლად არსებობენ ცოდნის ცენტრები. მათი მთავარი ამოცანაა ეჯაილ ორგანიზაციის მხარდაჭერა კონკრეტული ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით, რომელიც არ ნაწილდება კონკრეტულ ლიგებსა და გუნდებში.
ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა თიბისის 500-მდე თანამშრომელმა უკვე დაიწყო. ეტაპობრივად ტრანსფორმაცია მთელს კომპანიაში განხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ლეხურა-სვენეთის გაზსადენის

ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. მათ, სწორედ, ის გზა გაიარეს,

გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
,,რამდენიმე დღის წინ, საღამოს საათებში დაგვირეკეს კლინიკაში და გვითხრეს, რომ ნაავარიებელი
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ნუგი ახალკაცი - ომის დროს დაღუპული 16-წლის ბიჭის ამბავი
ტრაგიკული ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ თორტიზაში მცხოვრებ ნანა ახალკაცის ოჯახს დაატყდა. ბებიასთვის
ომის ფოტოისტორია - ზაზა და თამაზ გოგიშვილები ზემო ხვითიდან
ფეხებით გვდგებოდნენ, სიგარეტის ნამწვს გვაყრიდნენ ზევიდან, „მაიკა“ სულ ამომწვარი იყო. გადავტრიალდებოდი და ისე ვაგდებდი სიგარეტის ნამწვებს
ამავე კატეგორიაში
დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო
პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა
დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა
12:06 / 20.09.2019
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში აქცია გაიმართა. მოსახლეობის
ნაწილი აცხადებს, რომ ლეხურა-სვენეთის გაზსადენის
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ლეხურა-სვენეთის გაზსადენის
16:49 / 19.09.2019
ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით
ჩამოვიდნენ. მათ, სწორედ, ის გზა გაიარეს,

ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. მათ, სწორედ, ის გზა გაიარეს,

22:22 / 18.09.2019
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან
მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
14:15 / 18.09.2019
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან
მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
01:45 / 18.09.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.