ახალი ამბები
წნევის გაზომვის აქცია გორში
გორში მაღალი არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო კამპანია ,,მაისი გაზომვების თვე 2019"" გაიმართა. კამპანიის მიზანია მომატებული არტერიული წნევის ანუ არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა და გამოვლენის შემდეგი შეფასება.

აქცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება წნევა გაეზომა, კარდიოგრამა გაეკეთებინა და უფასო კონსულტაცია მიეღო.

,,ძალიან მნიშვნელოვანია მომატებული არტერიული წნევის ადრეული გამოვლენა,სანამ დაზიანდება ე.წ. სამიზნე ორგანოები. ეს
გახლავთ თავის ტვინი, გულის კუნთი, თირკმელი, თვალი და აშ. ამ ტიპის მასობრივი გასინჯვის მიზანიც ადრეული გამოვლენაა,გარკვეული მიმართულების მიცემა გამოსაკვლევი პირისათვის თუ მას მომატებული არტერიული წნევა აღმოაჩნდა,ასევე, რეკომენდაციების მიცემა"" - ამბობს დალი ტრაპაიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი და ,,მაისის გაზომვების თვე"" კამპანიის წარმომადგენელი საქართველოში.

აქციაში მოხალისე ექიმები მონაწილეობდნენ. მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.

,,დაჯერებულად მივედი ექიმთან. გამისინჯა წნევა. მე ვამბობდი, არა მაქვს მეთქი, თურმე მქონია. დღემდე წნევა არ გამისინჯავს. ისიც კი მითხრეს, რა უნდა დავლიო,რომ ნორმა გახადოს. ესეთი გასინჯვები ორგანიზაციებში,სასწავლებლებში,სკოლებში ხშირი უნდა იყოს"" - ამბობს ზურაბ წულაია, რომელმაც სკრინინგის პროგრამით ისარგებლა.

17 მაისი არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა,რომელსაც მსოფლიოს ასამდე ქვეყანა ყოველ წელს აღნიშნავს და საქართველო მათ რიცხვს 2017 წელს შეუერთდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტის დალი ტრაპაიძის თქმით 2018 წლის მონაცემებით ჩვენი ქვეყანა გამოკვლეულ პირთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზეა.

,,ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს . 2017 წელს 6 ათასამდე ადამიანი იყო გამოკვლეული, 2018 წელს კი 11 ათასი. 2018 წლის მონაცემით ჩვენი ქვეყანა გამოკვლეულ პირთა რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა"" - ამბობს დალი ტრაპაიძე.

გორში კამპანია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კოორდინირებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
რა სიაახლებს სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, ვისაც მომავალში მართვის მოწმობის აღება სურს,

ბოლო დაკითხვისას როცა გაიყვანეს, ვაჟა მოდიო, ქართულად უთხრეს, პატივისცემით ეპყრობოდნენ

,,ეგენიც ისეთივე მოვაჭრეები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ, ისინი გარეთ დგანან, ჩვენ კი, შიგნით, სუფთა ადგილზე.

,,არ მიყვარს, როცა რაღაცას ტოვებენ. მით უმეტეს ჩვენ ცენტრში ვმუშაობთ. ერთ ადგილას დატოვე, მეორე

გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორის დღეზე მოცეკვავეები, რომლებიც წვიმიან ამინდში აცეკვეს, წაიქცნენ (VIDEO)
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
,,ერთი ეს მითხარით, ჩემთან რატომ არ გიშვებენ?“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა. - ,,ესე იგი, თქვენთვის საფრთხეა და ჩემთვის არა?
ამავე კატეგორიაში
რა სიაახლებს სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, ვისაც მომავალში
მართვის მოწმობის აღება სურს,
რა სიაახლებს სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, ვისაც მომავალში მართვის მოწმობის აღება სურს,
20:54 / 17.11.2019
ბოლო დაკითხვისას როცა გაიყვანეს, ვაჟა მოდიო, ქართულად უთხრეს,
პატივისცემით ეპყრობოდნენ

ბოლო დაკითხვისას როცა გაიყვანეს, ვაჟა მოდიო, ქართულად უთხრეს, პატივისცემით ეპყრობოდნენ

18:37 / 16.11.2019
,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის
იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება.
,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება.
12:58 / 16.11.2019
ზვიად კოჩუაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ, სასამართლომ გირაოს
საფუძველზე გაათავისუფლეს,
ზვიად კოჩუაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს,
21:45 / 15.11.2019
,,ეგენიც ისეთივე მოვაჭრეები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ, ისინი
გარეთ დგანან, ჩვენ კი, შიგნით, სუფთა ადგილზე.
,,ეგენიც ისეთივე მოვაჭრეები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ, ისინი გარეთ დგანან, ჩვენ კი, შიგნით, სუფთა ადგილზე.
20:53 / 15.11.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.