„მიწების უმეტესობა სასულიერო პირებს აქვთ მიტაცებული“-გვერძინეთის სკოლის დირექტორი
გვერძინეთის სკოლის დირექტორი qartli.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სკოლაში მოსწავლეების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მიხეილ კოჩალიძე ამბობს, რომ 2012 წლამდე თუ 80-მდე მოსწავლე ჰყავდათ, ახლა მათი რიცხვი 6-ს შეადგენს.

სკოლის დირექტორის თქმით, სოფელს ადგილობრივი მცხოვრებლები ტოვებენ და სხვა რეგიონში გადადიან. კოჩალაძე გვეუბნება, რომ მიწები სასულიერო პირებმა მიითვისეს, რამაც ძამას ხეობაში მიგრაცია გამოიწვია.

„ჩვენი სკოლა საბაზისოა, ცხრა კლასიანი.
ამ დროისთვის 6 ბავშვი სწავლობს, ყველა გვერძნეთელია. შემდეგ მოსწავლეები სწავლას სოფელ ზღუდერის საჯარო სკოლაში აგრძელებენ, ეს სოფელი 10 კილომეტრშია. თუ ზღუდერში არ წავიდნენ, მაშინ გადადიან ბათუმში ან თბილისში. ოჯახები მიდიან სოფლიდან. გვერძნეთიდან ოჯახებმა და შესაბამისად მოსწავლეებმაც, გადინება დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყეს. 2012 წელს თუ 80 მოსწავლე მყავდა, დღეს მათი რიცხვი 6 - მდეა შემცირებული. შიდა მიგრაცია ხდება წალკაში, ბათუმსა და თბილისში. მიზეზი მცირემიწიანობაა. ოჯახები სასოფლო სავარგულებს ვერ ამუშავებენ, რადგან, მათი უმეტესობა სასულიერო პირებს აქვთ მიტაცებული. გვერძნეთში 7 წლის წინ, 45 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მათი რაოდენობა 17-ია. დაცლილია ასევე სოფლები: კოდბაანი და წიფლოვანა. კოდბაანში 11 ოჯახი ცხოვრობდა, წიფლოვანაში 7 ოჯახი.”-აცხადებს კოჩალაძე.

ცნობისთვის, ძამას ხობიდან აჭარელი ეკომიგრანტების მიგრაციაზე გადაცემა „ქართლის სტუდიაში“ ქარელის ვიცე მერმა, ნუგზარ დაბრუნდაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარელი ეკომიგრანტები ხეობას იმიტომ ტოვებენ, რომ მათ სასულიერო პირები რელიგიური და კიდევ სხვა ნიშნით ავიწროვებენ.

ფაქტს უარყოფს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი და მოადგილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. „ქართლის სტუდიაში" გაკეთებული განცხადების საფუძველზე, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელის ვიცე მერი: ,,აჭარლებიც გაგვექცნენ, სასულიერო პირებმა შეავიწროვეს“ (ვიდეო)

ომბუდსმენი აჭარელი მიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო შევიწროვების ფაქტით დაინტერესდა

ქარელის მერი, მისი მოადგილის გაცხადებას სიცრუეს უწოდებს


,,ქართლის სტუდია" - აჭარლები ძამას ხეობაში

Print E-mail
FaceBook Twitter
რეკლამა
ვიდეორეპორტაჟი
,,თბილისური დერბი გორში" - ასე უწოდეს დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივრებმა.
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.

ამ ნაკვეთით სარგებლობისთვის, მაგალითად, 2017-2018 წლებში ,,გეორგია 21-ეს“ გადახდილი აქვს 8,7 ათასი ლარი.

,,ვამხილოთ ფეოდალი მაკრახიძე" - ამ შინაარსის აქცია გორში ,,სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა გამართეს. ,,ვამხილოთ
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორის დღეზე მოცეკვავეები, რომლებიც წვიმიან ამინდში აცეკვეს, წაიქცნენ (VIDEO)
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
,,ერთი ეს მითხარით, ჩემთან რატომ არ გიშვებენ?“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა. - ,,ესე იგი, თქვენთვის საფრთხეა და ჩემთვის არა?
ამავე კატეგორიაში
,,თბილისური დერბი გორში
,,თბილისური დერბი გორში" - ასე უწოდეს დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივრებმა.
17:20 / 08.12.2019
აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი
საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს.
12:37 / 08.12.2019
საღამო სპექტაკლით გაიხსნა, რომელშიც ლევან ოზგებაშვილი მთავარ როლს
თამაშობდა. სპექტაკლის
საღამო სპექტაკლით გაიხსნა, რომელშიც ლევან ოზგებაშვილი მთავარ როლს თამაშობდა. სპექტაკლის
13:31 / 07.12.2019
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას
ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.
21:16 / 03.12.2019
პირველი ადგილის მფლობელს 2020 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილს — 1000
ლარი,
პირველი ადგილის მფლობელს 2020 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილს — 1000 ლარი,
12:39 / 02.12.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.