გორის მერია: ,,კახეთიდან კომბაინები ჩვენსკენ მოემართება"
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორბლისა და ქერის ასაღებად 45 კომბაინი ჭირდებთ. ამის შესახებ Qartli.ge-ს გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. აგრარული საკითხების კომისიის თავმჯდომარის, მერაბ მელანაშვილის თქმით, 45 კომბაინიდან, 30 კომბაინი უკვე შიდა ქართლშია:

,,დანარჩენი 15 კომბაინი უკვე გზაშია. დღესაც ვიყავი თბილისში და რამდენიმე კომბაინი შემხვდა" - აცხადებს მერაბ მელანაშვილი.

მელაშვილის ცნობით, მოსავლის დროულად აღებისათვის საჭიროა 45 ერთეული კომბაინი და
60 – 70 თვითმცლელი ავტომანქანა, რაც მუნიციპალიტეტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. საჭირო იქნება ფერმერებმა და მიწის მესაკუთრეებმა წესრიგში მოიყვანონ ნათესებამდე მისასვლელი გზები და ხიდ-ბოგირები. მკაცრად დაიცვან სახანძრო უშიშროების წესები, რასაც უკანასკნელ წლებში სათანადო ყურადღება არ ექცევა.

გასული 2018 წლის შემოდგომით მუნიციპალიტეტის ფერმერებმა, მსხვილმა მოიჯარეებმა და მოსახლეობამ 1720 ჰექტარზე დათესეს საშემოდგომო ხორბალი და ქერი. მიმდინარე წლის გაზაფხულზე დათესილია 3700 ჰექტარი ქერი და 320 ჰა ხორბალი, ასაღებია სულ 5740 ჰა თავთავიანი მარცვლეული კულტურები.

წინასწარი პროგნოზით გათვალისწინებულია რომ მიღებულ იქნეს ჰექტარზე საშუალოდ 35 ცენტნერი ხორბალი, 25 ცენტნერი ქერი. რაც გასულ წელთან შედარებით ხორბალი 8 ცენტნერით და ქერი 5 ცენტნერით მეტია. თავთავიანი მარცვლეულის ნათესებს კარგად მოუარეს შავშვების, ზეღდულეთის, ვარიანის, შინდისის, ძევერის ტერიტორიულ ორგანოებში შემავალ სოფლებში მცხოვრებმა ფერმერებმა და მოსახლეობამ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
რა სიაახლებს სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, ვისაც მომავალში მართვის მოწმობის აღება სურს,

ბოლო დაკითხვისას როცა გაიყვანეს, ვაჟა მოდიო, ქართულად უთხრეს, პატივისცემით ეპყრობოდნენ

,,ეგენიც ისეთივე მოვაჭრეები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ, ისინი გარეთ დგანან, ჩვენ კი, შიგნით, სუფთა ადგილზე.

,,არ მიყვარს, როცა რაღაცას ტოვებენ. მით უმეტეს ჩვენ ცენტრში ვმუშაობთ. ერთ ადგილას დატოვე, მეორე

გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორის დღეზე მოცეკვავეები, რომლებიც წვიმიან ამინდში აცეკვეს, წაიქცნენ (VIDEO)
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
,,ერთი ეს მითხარით, ჩემთან რატომ არ გიშვებენ?“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა. - ,,ესე იგი, თქვენთვის საფრთხეა და ჩემთვის არა?
ამავე კატეგორიაში
რა სიაახლებს სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, ვისაც მომავალში
მართვის მოწმობის აღება სურს,
რა სიაახლებს სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, ვისაც მომავალში მართვის მოწმობის აღება სურს,
20:54 / 17.11.2019
ბოლო დაკითხვისას როცა გაიყვანეს, ვაჟა მოდიო, ქართულად უთხრეს,
პატივისცემით ეპყრობოდნენ

ბოლო დაკითხვისას როცა გაიყვანეს, ვაჟა მოდიო, ქართულად უთხრეს, პატივისცემით ეპყრობოდნენ

18:37 / 16.11.2019
,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის
იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება.
,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება.
12:58 / 16.11.2019
ზვიად კოჩუაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ, სასამართლომ გირაოს
საფუძველზე გაათავისუფლეს,
ზვიად კოჩუაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს,
21:45 / 15.11.2019
,,ეგენიც ისეთივე მოვაჭრეები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ, ისინი
გარეთ დგანან, ჩვენ კი, შიგნით, სუფთა ადგილზე.
,,ეგენიც ისეთივე მოვაჭრეები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ, ისინი გარეთ დგანან, ჩვენ კი, შიგნით, სუფთა ადგილზე.
20:53 / 15.11.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.