,,ვითარება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე" - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს. მისიის საპატრულო ჯგუფები მუდმივად იმყოფებიან რაიონში 24 აგვისტოს შემდეგ.

მედიის მხრიდან არსებულ ვითარებაზე მაღალი ინტერესის გამო და არაზუსტი ცნობების გაქარწყლების მიზნით მისიას სურს შემდეგი ინფორმაციის გავრცელება:

· მიმდინარე წლის იანვარიდან, მისია აღნიშნავს ფერადი მონიშვნებს ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე. მისიამ შეაფასა აღნიშნული მონიშვნები როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები, თუმცა ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ.

· 20-24 აგვისტოს, შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მიერ, სოფელ წნელისის განაპირას ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მოეწყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, საგუშაგო მდებარეობს დაახლოვებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მითითებულ რაიონში არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ტრადიციული აღქმის მიხედვით.

· სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, გასულ კვირას, მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს,
აღნიშნული რაიონის ტრადიციული აღქმით. ზემოთხსენებული ნიშნები მდებარეობს ადმინსტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 1.3 კილომეტრის დაშორებით. ამავდროულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა გააძლიერეს საკუთარი წარმომადგენლობა ჩორჩანის ტყის ტერიტორიაზე.

· მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციულის სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის.

· ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს არსებული საკითხების განსახილველად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ადგილზე მუდმივი პატრულირების მეშვეობით რეაგირებს ცხელი ხაზის აქტივაციებზე.

· ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფარგლებში, ვითარების განმუხტვის და უფრო გრძელვადიანი დეესკალაციისათვის საჭირო კონკრეტული გამოსავლის მოსაძებნად 4 რიგგარეშე ტექნიკური შეხვედრა ჩაატარეს.

· უკანასკნელი ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა პარასკევს, 13 სექტემბერს ერგნეთში. შეხვედრა წარიმართა პროფესიონალურ ვითარებაში თუმცა პოზიციები განსხვავებული დარჩა. დადებითად შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველა მონაწილე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ძირითადი პრინციპების დაცვის მზადყოფნა შემდგომი ესკალაციისთვის თავის არიდების მიზნით ჩორჩანა-წნელისის რაიონში , მხარეები ასევე რჩებიან მშვიდობიანი გამოსავლის ძიების მომხრეები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მზადყოფნა აისახებოდეს ადგილზე მხარეთა წარმომადგენლობასა და მოქმედებებში.

· მისია ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვარო ხაზზე არსებული 2 გადამკვეთი პუნქტი, ოძისი და სინაგური რჩება დაკეტილი 2019 წლის 4 სექტემბრის 20:00-ის შემდგომ. რაიმე კონკრეტული მინიშნება მათი გახსნის დროის შესახებ არ გაკეთებულა, თუმცა სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ დაკეტვას ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ. მისია ამ ზომებს აფასებს როგორც გადაადგილების თავისუფლებისთვის საზიანო შეზღუდვას, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს გადამკვეთებზე, განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონში მცხოვრებ ან რეგულარულად მიმომსვლელ მაცხოვრებლებზე. დაკეტილ გადამკვეთ პუნქტებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად ყოველდღიურად ორივე მიმართულებით 400 გადასვლა ხდებოდა .
Print E-mail
FaceBook Twitter
რეკლამა
ვიდეორეპორტაჟი
,,თბილისური დერბი გორში" - ასე უწოდეს დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივრებმა.
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.

ამ ნაკვეთით სარგებლობისთვის, მაგალითად, 2017-2018 წლებში ,,გეორგია 21-ეს“ გადახდილი აქვს 8,7 ათასი ლარი.

,,ვამხილოთ ფეოდალი მაკრახიძე" - ამ შინაარსის აქცია გორში ,,სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა გამართეს. ,,ვამხილოთ
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორის დღეზე მოცეკვავეები, რომლებიც წვიმიან ამინდში აცეკვეს, წაიქცნენ (VIDEO)
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
,,ერთი ეს მითხარით, ჩემთან რატომ არ გიშვებენ?“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა. - ,,ესე იგი, თქვენთვის საფრთხეა და ჩემთვის არა?
ამავე კატეგორიაში
,,თბილისური დერბი გორში
,,თბილისური დერბი გორში" - ასე უწოდეს დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივრებმა.
17:20 / 08.12.2019
აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი
საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს.
12:37 / 08.12.2019
საღამო სპექტაკლით გაიხსნა, რომელშიც ლევან ოზგებაშვილი მთავარ როლს
თამაშობდა. სპექტაკლის
საღამო სპექტაკლით გაიხსნა, რომელშიც ლევან ოზგებაშვილი მთავარ როლს თამაშობდა. სპექტაკლის
13:31 / 07.12.2019
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას
ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.
21:16 / 03.12.2019
პირველი ადგილის მფლობელს 2020 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილს — 1000
ლარი,
პირველი ადგილის მფლობელს 2020 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილს — 1000 ლარი,
12:39 / 02.12.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.