ახალი ამბები
სოფელ კოშკაში მცხოვრები 17 ოჯახი გათბობის ვაუჩერებს მერიიდან მიიღებს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოშკაში 17 ოჯახი 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, ეს ის ოჯახები არიან, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის სიაში ვერ მოხვდნენ.

მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ დახმარების მიმღებ სიაში 17 ოჯახი არ ეწერა.

კოშკა მერეთის ტერიტორიულ თემში შედის და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. სიაში გამორჩენილი ოჯახების თანხა გორის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები