ახალი ამბები
გორში 14-29 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის 10-წლიანი სამოქმედო გეგმა შეადგინეს
"გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგიის 2018-2028 წლების სამოქმედო გეგმა" შეიმუშავეს. დოკუმენტი გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (ახალგაზრდული განყოფილების) მიერ მომზადდა .

გეგმის მიზანია, დაარეგულიროს იმ საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს ეხებათ. სტრატეგია ეფუძნება „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს“ მუნიციპალიტეტში არსებული სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 125 692 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 25 771 ახალგაზრდაა (15-29 წლის). ახალგაზრდების წილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში 21 %-ია:

გორის მუნიციპალიტეტი არის საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელსაც გააჩნია 2 სასწავლო უნივერსიტეტი და სამი პროფესიული სასწავლებელი/კოლეჯი: 1. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 2. ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი, 3. გორის სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული პროფესიული სასწავლებელი, 4. შპს „საზოგადოებრივი კოლეჯი „ამაგი“, 5. ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „განთიადი“. საერთო ჯამში ხუთივე სასწავლებელში დაახლოებით 3 000 სტუდენტი სწავლობს.

დოკუმენტის მიხედვით, ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაინტერესებული ახალგაზრდული პოლიტიკით/აქტივობებით. ისინი ძირითადად შემოიფარგლებიან საუნივერსიტეტო ცხოვრებით და მათ ინტერესს მხოლოდ პირადი განვითარება წარმოადგენს.

სტრატეგიული მიზნები.

ახალგაზრდების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ახალგაზრდების ჯანდაცვისთვის შესაბამისი პირობების შექმნა; ახალგაზრდული პოლიტიკის დამკვირდება; ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება.

სტრატეგიული გეგმის მიხედვით, შემდეგი ამოცანებია გადასაჭრელი:

ახალგაზრდების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება

1. ახალგაზრდების კვალიფიკაციისა და კომპეტენციების შესაბამისობა ბაზრის მოთხოვნებთან;
2. ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირება.
3. ახალგაზრდებზე მორგებული სტაჟირების შესაძლებლობების შექმნა.
4. ახალგაზრდების ინფორმირება თემში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ;
5. ახალგაზრდების მიერ როგორც საკუთარი, ისე სხვისი უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
6. ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა თემის განვითარების პროცესში;
7. ახალგაზრდების მიერ ადვოკატირების მეშვეობით თემში არსებული პრობლემის მოგვარების მხარდაჭერა.
8. უმცირესობების - გენდერული, სოციალური, ასაკობრივი, ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და ოჯახური ძალადობის შემცირება და მათი ინკლუზიურობის გაზრდა.
9. საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისთვის პირობების შექმნა;
10. საზოგადოებრივ ცხოვრებაში პატიმარი/პრობაციონერი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისათვის პირობების შექმნა (რესოციალიზაცია).
11. დაუცველი და უსახლკარო ახალგაზრდებისთვის ადეკვატური, ღირსეული და ფინანსურად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მასთან არსებული პრობლემების გადაჭრა.
12. ახალგაზრდების გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება.

ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვისთვის შესაბამისი პირობების შექმნა


1. ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმირება და მისი პოპულარიზება საკომუნიკაციო და სხვა საშუალებების გამოყენებით.
2. რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
3. რეკრეაციული გარემოს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათ მიერ აღნიშნული გარემოს მნიშვნელობის გათვითცნობიერების უზრუნველყოფა.
4. ჯანსაღი და ხელმისაწვდომი გართობის შესაძლებლობების შექმნა შესაბამისი ინფრასტრურის მოწყობისა და სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდის გზით;
5. ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
6. პაციენტსა და სამედიცინო სფეროში მომუშავე პროფესიონალებს შორის ენობრივი ბარიერების აღმოფხვრა, რომელიც ახალგაზრდებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას უზღუდავს.

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება


1. ახალგაზრდებში სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლება შესაბამისი პროგრამების განხორციელების გზით;
2. ახალგაზრდების ჩართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.
3. ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
4. მოხალისეობის პოპულარიზება და წახალისება
5. ახალგაზრდული საქმიანობისა და მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობის პოპულარიზება;
6. არასამთავრობო ახალგაზრდულ სექტორთან თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება;
7. ფინანსების გამოყოფა ახალგაზრდული იდეებისა და ინიციატივების მხარდასაჭერად;
8. ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების განვითარების მხარდაჭერა;
9. სოციალურად აქტიური ახალგაზრდების წახალისება.
10. პროფესიული განათლების პოპულარიზება.
11. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
12. არაფორმალური განათლებისა და მობილური პროგრამების პოპულარიზება.
13. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდების წარმომადგენლობითი ორგანოს, თვითმმართველი თემის პარტნიორი ორგანიზაციის ა(ა)იპ_ი “ლიდერთა ლიგა”_ისმხარდაჭერა/ხელშეწყობა.
14. ხელმისაწვდომი ახალგაზრდული საინფორმაციო სისტემების შექმნა და არსებულების გაუმჯობესება.
15. ახალგაზრდული საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისების გაუმჯობესება.
16. ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა;

ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება


1. ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტი გაძლიერება;
2. ახალგაზრდების პიროვნული განვითარების მხარდაჭერა შესაბამისი არაფორმალური განათლების პროგრამების გზით;
3. არსებული ბიბლიოთეკების და ახალგაზრდული ცენტრების მოდერნიზების, ინფრასტრუქტურის და ბიბლიოთეკარის გადამზადების უზრუნველყოფა;
4. დამატებით 15 თემში საჯარო ბიბლიოთეკისა და ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნება;
5. გავცლითი პროგრამებში ახალგაზრდებისჩართულობის გაზრდა.
6. კულტურულ-შემეცნებითი აქტივობების რაოდენობის გაზრდა;
7. არაფორმალური განათლების წახალისება.
8. ახალგაზრდებისთვის სამუშაო გამოცდილების მისაღებად საჭირო პროგრამების შემუშავების პროცესში სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობა (ადგილობრივ ბიზნესებთან, დიდ კომპანიებთან, პროფესიულ კავშირებთან, ვაჭრობის პალატებთან)
9. სპორტისა და კულტურის პოტენციალის აღიარება, უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება ახალგაზრდული განვითარების საქმეში.
10. ახალგაზრდების კულტურული შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
11. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით თემებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა სპორტულ სექციებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ

სტრატეგია მომზადდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობლივი კომისიის, ა(ა)იპ „ლიდერთა ლიგის“, ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების, World Vision საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს“, ა(ა)იპ „ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია“-ს, ა(ა)იპ „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“_ს პარტნიორობის საფუძველზე, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და მოიცვა ახალგაზრდულ საკითხებზე ორიენტირებული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები/მოღვაწე სხვა დაინტერესებული პირები და მხარეები.

დოკუმენტის მომზადებაში მთავარი კონსულტანტი დამოუკიდებელი ექსპერტი ახალგაზრდულ საკთხებში რატი ჭეიშვილი იყო.

გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა არასამთავრობო ორგანზიაცია „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დრონის“ უცხოელ მკვლევართა (ახალგაზრდული მუშაკების ჯგუფი) ჯგუფების და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ფილიალის“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე.

ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებამ გამოიყენა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, ინტერვიუ-ანკეტირება, მიზანი- ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა,

არასამთავრობო ორგანიზაცია „დრონის“ მოხალისეებმა გამოიყენეს თვისობრივი მეთოდი, სიღრმისეული ინტერვიუ, მიზანი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა,

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ფილიალმა გამოიყენა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი“ მიზანი - ახალგაზრდული საჭიროებების კვლევა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები