ახალი ამბები
გორში ერთდროულად რამდენიმე ავარია მოხდა
უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში გორში, ორ ლოკაციაზე, ოთხი მანქანა დაიმტვრა.  სტალინის გამზირზე (მაგთის ოფისთან) და კომბინატის ხიდთან, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული

ორივე ფაქტი, ერთი მიმართულებით მოძრავი მანქანების მძღოლების მიერ, მანევრირების წესების დარღვევას უკავშირდება. 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით გამოწერეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები