ახალი ამბები
,,გრაფი" და ბავშვები - გორში თეატრალური სტუდიის მოსწავლეები ცხოველთა დამცველებს შეხვდნენ
თეატრალური სტუდია-სახელონოს ,,სიკო და ნიკოს" მოსწავლეებს ცხოველთა დამცველებმა გაკვეთილი ჩაუტარეს. გორის კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფის წევრებს პედაგოგებმა და მშობლებმა ვეტერინარს შეახვედრეს.

,,სიკო და ნიკოს" ხელმძღვანელი სოფიო ნარიაშვილი ამბობს, რომ შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. მისი თქმით, თეატრალური სტუდიის ბავშვები სწავლობენ არა მარტო ადამიანებთან ურთიერთობას, არამედ ცხოველებთანაც.

მომდევნო შეხვედრა ახალი წლის შემდეგ გაიმართება, ამჯერად, უკვე კინოლოგის თანდასწრებით. ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ მისი კლინიკა ,,მარკო" და ვეტერინარი მზადაა შეხვედრაში მონაწილე ბავშვებს ყოველდღიურადაც დაეხმარნონ ძაღლების და კატების მოვლაში.

გუშინ ცხოველთა დამცველებსა დაც ბავშვებს შორის გამართულ შეხვედრას ,,გრაფიც" ესწრებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები