ახალი ამბები
გორში დაიწყო პროცესი სმიტების მკვლელობის საქმეზე
დღეს, გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიჯი მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით, ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამართლოს მიმართა. 14 მსაჯული (12 ძირითადი და 2 სათადარიგო) ბრალდებულს და პროკურორს უახლოეს დღეებში მოუსმენს.

ნაფიჯი მსაჯულების სხდომა დახურული იქნება. დაკავებული და მისი ოჯახის წევრები კი, ითხოვენ, რომ პროცესი საჯარო გახდეს. 20-წლის კობაური დანაშაულს არ აღიარებს.

2018 წლის ივლისში 43 წლის რაიანი, 42 წლის ლორა სმიტი და მათი 4 წლის ბიჭი სასტიკად მოკლეს. ამის გამო, საქართველოს მოქალაქეს 20 წლის მალხაზ კობოურს უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში მოხდა.

სმიტების ოჯახი დასასვენებლად იმყოფებოდა და კარავი ჰქონდათ გაშლილი. კავშირი მათთან 4 ივლისს გაწყდა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა პირველი რაიან სმიტი მოკლა. შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა, ლორა სმიტი კი, მდინარეში ჩააგდო. ბავშვის ცხედარი ქვებში დამალული იპოვეს. ქალის ცხედარის პოვნის შესახებ მეზობელი სოფლის მოსახლეობას ინფორმაცია თავდაპირველად კობაურმა შეატყობინა. ის დანაშაულის ჩადენის ფაქტს უარყოფს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები