ახალი ამბები
გორში თაფლის საწარმოს მშენებლობა 1 იანვარს დასრულდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში თაფლის საწარმო შენდება. მისი მშენებლობა 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ამის შესახებ შპს ,,სამებასა“ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს შორის, გაფორმებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული.

პროექტის განხორციელება 1,1 მლნ ლარი ჯდება. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა საბოლოო დასკვნა, საწარმოს გამართულად მუშაობის შესახებ, 2019 წლის თებერვალში უნდა შეადგინოს.

საწარმოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. შენობა ბერბუკი-მეჯვრისხევის გზის გაწვრივ მდებარეობს. შენობაში მოეწყობა ჰოლი, სკვერი, გასახდელები, მოსასვენებელი ადგილი და ა.შ.

საწარმო გათვლილია არა მარტო თაფლის გადასამუშავებლად, არამედ პროდუქციის შესაფუთად.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები