ახალი ამბები
საკალმახეების, ცხოველთა და ფრინველთა საწარმოების ხელმძღვანელები გორში ლაბორატორიის განთავსებას ითხოვენ
გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ აუცილებელია რეგიონში არსებობდეს ლაბორატორია, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფრინველის, ცხოველისა და თუ საკალმახე თევზების დაავადების დიაგნოსტირება.

ამის შესახებ მეწარმეებმა შეხვედრის შემდეგ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრის დროს განაცხადეს. არჩილ ურჯუმელაშვილის თქმით, ამ კუთხით, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

მეწარმეები ამბობენ, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების აღმოფხვრა საკუთარი ძალებით არ შეუძლიათ. ქალაქში კი, ისეთი ლაბორატორია არ არსებობს, სადაც მსგავსი შემთხვევები შესწავლილი იქნება.

,,აქ ერთმა მეწარმემ თქვა, რომ მთლიანად დაეხოცა წიწილა ისე, რომ ვერ გაიგო მიზეზი. ვისაუბრეთ სხვადასხვა პრობლემებზე და ამ მოსაზრებებს ჩვენ გავაცნობთ ხელისუფლებას" - აცხადებს გიორგი კანდელაკი, რომელიც შეხვედრის ორგანიზატორი იყო.

არჩილ ურჯუმელაშვილი აცხადებს, რომ საკალმახეებში პრობლემები ყველაზე მეტად თავს თევზის ლიფსიტობის პერიოდში იჩენს ხოლმე. ,,ჩვენ სწორედ მაშინ გვინდა დახმარება, როდესაც თევზი ლიფსიტობის პერიოდშია. არ არსებობს ჩვენთან მსგავსი ლაბორატორია, რომელთა მეშვეობით შეგვეძლება თევზზე მუდმივი დაკვირვება" - აცხადებს იგი,.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები