ახალი ამბები
სტუდენტურ თვითმმართველობის არჩევნებზე გორში 70 კანდიდატი იყრიდა კენჭს
დღეს, გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო კომისიამ 27 კანდიდატი შეარჩია. ყველაზე მეტი წევრი სოციალური მეცნიერების ფაკულტეტს ეყოლება.

კომისიის თავმჯდომარემ თორნიკე მოციქულაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა წელს, სხვა პერიოდებთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო:

,,კანდიდატების რაოდენობა ძალიან დიდია. 70-მდე სტუდენტს სურს თვითმმართველობაში გაწევრიანება. შარშანდელთან და წინა წლებთან შედარებით საკმაოდ დიდი სხვაობაა. ხმების დათვლის შედეგად მხოლოდ 27 კანდიდატის შერჩევა მოგვიწევს" - აცხადებს თორნიკე მოციქულაშვილი.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში შექმნილი თვითმმართველობის სისტემა. ის დაყოფილია რამდენიმე განყოფილებად: სტუდენტური პარლამენტი; სპორტის განყოფილება; კულტურის განყოფილება; საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები