ახალი ამბები
გორში მეხანძრეებმა ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს
გორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამერიკის უნივერსიტეტის მოსწავლეებს უმასპინძლეს. მეხანძრეებმა მესამე კლასის მოსწავლეებისთვის საჩვენებელი სანახაობა მოაწყეს.

,,ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის პედაგოგებს გაუჩნდათ იდეა, მათი სკოლის მოსწავლეები გაცნობოდნენ ადამიანების პროფესიებს." - ამბობს სკოლის ხელმძღვანელი მაია თეთრუაშვილი.

მისი თქმით, პედაგოგებმა მესამე კლასში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, თუ რომელი პროფესიაა მოსწავლებისთვის პოპულარული, აღმოჩნდა რომ მათთვის ერთ-ერთი საინტერესო იყო მეხანძრის პროფესია, ამის შემდეგ მათ გამოთქვეს სურვილი, უფრო სრულყოფილად გაცნობოდნენ მათ საქმიანობას.

,,მათ გამოთქვეს სურვილი ახლოდან ენახათ სახანძრო აღჭურვილობა და ტექნიკა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მოენახულებინათ გორის სახანძრო სამსახური. იქ ჩვენ დაგვხვდა ძალიან თბილი გარემო. მენეჯერებმა დიდი მონდომებით აუხსნეს ჩვენს პატარებს მეხანძრის პროფესიის მნიშვნელობა. გვაჩვენეს ყველანაირი აღჭურვილობა და ტექნიკა. ასევე მოგვიწყეს საჩვენებელი სანახაობა, როგორ ხდება ხანძრის დროს შენობებზე თოკით გადაადგილება, გამოძახების შემთხვევაში ავტომობილების მობილიზება და, ასევე, როგორ აქრობენ წყლის ჭავლით ხანძარს. მენეჯერებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ბავშვების კითხვებს. ყოველივე ამის ნახვისა და მოსმენის შემდგომ, ბავშვები აღფრთოვანებულები და შთაბეჭდიებებით აღსავსენი დაბრუნდნენ სკოლაში.“- ამბობს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის წარმომადგენელი მაია თეთრუაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები