ახალი ამბები
გორში ახალგაზრდა პოეტებმა და მომღერლებმა პოეზიის საღამო გამართეს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში პოეზიის საღამო გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდა პოეტებმა და მომღერლებმა ერთმანეთს საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს.

წაიკითხეს ასევე ცნობილი ქართველი მწერლების ლექსებიც. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მოხალისეს წევრები - ელენე მინდიაშვილი და ქეთი ჯავახიშვილი იყვნენ.

პროექტი ორგანიზაცია ,,ქართლოსის" ინიციატივით ხორციელდება. მოხალისეებმა მანამდე გორის ქუჩებში არაორდინალური აქცია გამართეს. ისინი მოქალაქეებს ცხელი ყავით და ჩაით გაუმასპინძლდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები