ახალი ამბები
დიზაინერმა დემნა გვასალიამ ახალი ჩვენება მავთულხლართების ფოტოთი დაანონსა
ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც აფხაზეთიდანაა, ოკუპაციას პროტესტი მავთულხლართების ფოტოს ჩვენებით გამოუცხადა.

ფოტო VETEMENTS-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციასთან დაკავშირებულ ანონს ახლავს.

„ნახეთ VETEMENTS-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია IGTV-ზე“, – წერია ბრენდის განცხადებაში.

გვასალია წერს, რომ ახალ კოლექციას უძღვნის საქართველოს, სადაც ძმასთან ერთად გაიზარდა და სად ომი იყო.

,,მე მას ვუძღვნი საქართველოს. საქართველოს, სადაც მე და ჩემი ძმა გურამი ერთად ვიზრდებოდით 90-იან წლებში; ომი მიმდინარეობდა იქ, სადაც ვცხოვრობდით" - წერია განცხადებაში.

ფოტო წარწერით VETEMENTS-ის ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნდა.

10 დეკემბერს ლონდონში, „ალბერტ ჰოლში“ გამართულ The Fashion Awards 2018-ის დაჯილდოებაზე წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია დასახელდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები