ახალი ამბები
რუსეთის მოქალაქე ქართველმა ცოლ-ქმარმა რუსეთში დაბეჭდილი პასპორტები ატოცთან დაწვა
ქართველი ცოლ-ქმარი ჯერ კიდევ ამ დრომდე რუსეთის მოქალაქე იყო, აფხაზეთიდან დევნილი, მოსკოვში, კრემლთან ახლოს მცხოვრები, წითელი პასპორტებით. წყვილმა დაბადების დღის აღნიშვნა ატოცში გადაწყვიტა. წითელი ტორტი, წარწერით "ოკუპაცია", სიმბოლურად საოკუპაციო ზოლთან დაჭრეს.

სწორედ საკუთარ დაბადების დღეზე გადაწყვიტეს, ცეცხლის ალში დაეწვათ რუსეთში დაბეჭდილი პასპორტები.

მშვიდობიანი და ამავე დროს ყველაზე ემოციური ანტირუსული მანიფესტი ასე დასრულდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები