ახალი ამბები
გორში ,,აიფონების" ქურდობის ფაქტზე 5 არასრულწლოვანი ამხილეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხი ცალი ,,აიფონ 6"-ის ქურდობის ფაქტზე 5 არასრულწლოვანი ამხილეს. დაკარგული 4 ,,აიფონიდან" მაღაზიის მეპატრონეებს ჯერ არც ერთი დაუბრუნეს.

შემთხვევა ორი კვირის წინ გორის ცენტრში მოხდა. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მობილური ტელეფონონების მაღაზიიდან ტელეფონები 28 ნოემბერს დილით წაიღეს.

გამყიდველის თქმით, ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნები გათავისუფლებულნი არიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები