ახალი ამბები
მოგზაური მეგობრები
ლუკას ვეგანო მსოფლიოს გარშემო მეშვიდედ მოგზაურობს. ის პოლონეთში ინგლისური ენის პედაგოგია.

ამჯერად, ველოსიპედით სამოგზაუროდ უკრაინიდან წამოვიდა და საქართველოში თურქეთის მხრიდან შემოვიდა. ქობულეთთან დასვენების დროს ძაღლს საკვები გაუზიარა. შავ-თეთრი ძაღლი ლუკას დაუმეგობრდა და გვერდიდან აღარ მოცილებია.

,,ვერიდები დიდ ქალაქებსა და ავტობანებს; რომ ნამდვილი საქართველო და აქაური ხალხი ვნახო; რადგან დიდ ქალაქებსა და გზებზე ნამდვილი კულტურისა და ადამიანების ნახვა არ შემიძლია“ - ამბობს ლუკასი.

ლუკასმა შავ-თეთრ ძაღლს ,,შარლოტა“ (შავი) დაარქვა. ქუთაისში ვეტერინარს შეამოწმებინა. ლიხის მთა გადმოიარეს და შიდა ქართლში მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლებს გამოყვნენ. თავის თავგადასავალს ლუკასი საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს:

,,ჩემმა მეგობარმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, გადაწყვიტა შარლოტა აიყვანოს. თბილისში ყველანაირ საბუთებს გავამზადებთ, პასპორტსაც ავუღებ და გავუგზავნი მას. ძალიან კარგი ძაღლია. არავის ერჩის. არც იმ ძაღლებს, გზებზე რომ ხვდებიან“ - ყვება ლუკასი.

მოგზაურმა შეამჩნია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლია და წუხს, რომ ადამიანები ძაღლებს ასე ექცევიან:

,,საშუალება რომ მქონდეს, ყველას თან წავიყვანდი.“ - წერს საკუთარ ბლოგზე ლუკას ვეგანო
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები