გორის ცენტრში, ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე
მიწისქვეშა გადასასვლელში 6 კამერა დამონტაჟდა.
მერიის პრეს-სამსახურის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მაღაზიების
უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
,,ღამის საათებში, უსაფრთხოების მიზნით, ეს მიწისქვეშა გადასასვლელი
იკეტებოდა. ორი დღეა კამერები ამოქმედდა. ყველა ჩასასვლელში ორი
კამერაა“ - აცხადებენ მერიაში.
სტალინის გამზირზე კიდევ ერთი მიწისქვეშა გადასვლელია, რომელიც
სპორტსკოლასთან მდებარეობს.
,,რაც შეხება ქალაქში არსებულ მეორე მიწისქვეშა გადასასვლელს, იქაც
უკვე დაყენებულია ვიდეო კამერები“ ამბობსპრეს-სამსახურის
წარმომადგენელი ნათია მდინარიძე.
სპორტკოლის წინ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას
კომპანია „ბიუბიუს“ წარმომადგენლები ახორციელებენ.
,,ღამის საათებში, ეს მიწისქვეშა გადასასვლელი იკეტებოდა. ორი დღეა
კამერები ამოქმედდა“ - აცხადებენ მერიაში.
სტატიის გამოყენების პირობები