ახალი ამბები
გორში მამაკაცს მანქანა დაეჯახა
სტალინის გამზირზე 60 წლამდე მამაკაცს მანქნა დაეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს უკუსვლით მოძრავი სამარშუტო ტაქსი დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები