ახალი ამბები
სოფელ მღებრიანის მკვიდრს გიორგი დავითაშვილს ,,მთის შვილის" სტატუტი მიანიჭეს
გიორგი დავითაშვილს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანში ცხოვრობს და ფერმერულ მეურნეობას მისდევს, ,,მთის შვილის" სტატუსი მიენიჭა. საზეიმო ღონისძიება 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში გაიმართა.

ღონისძიება დიდუბის საგამოფენო სივრცეში მოეწყო, სადაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიი ძირითადადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, ჩატარდა.

"როგორიც არის საქართველოს მთები, ისეთივე ხართ თქვენ, იქ მცხოვრებნიც - მტკიცე, უბოროტო, საიმედო და ფასეულობების დამცველნი. დღეს სახელმწიფოს წინაშე დიდი ამოცანა დგას - წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხი დავაბრუნოთ, ეს უნდა შევძლოთ მათთვის ღირსეული პირობების შექმნით, მთის ეკონომიკური გაძლიერებით და ეს პროცესი დაწყებულია" - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

დავითაშვილი, მღებრიანში, ამჯერად საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას გეგმავს, რომლის შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციიო ცენტრი ცოტა ხნის წინ წერდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები