ახალი ამბები
გორის საკრებულოს წევრებს მოსავლელად ქუჩის ცხოველებს მიუყვანენ
ცხოველთა დამცველების გადაწვეტილებით გორის საკრებულოს სხდომაზე მიუსაფარ ძაღლებს მოსავლელად მიუყვანენ. ამის შესახებ ცხოველთა დამცველმა, ირმა მთიულიშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალური თავშესაფრისთვის გამოყოფილ თანხიდან, დაახლოებით 143 000 ლარიდან ცხოველებს მხოლოდ 17 ათასი ლარი ხმარდება. დანარჩენი კი, შრომის ანაზღაურებას და სხვა და სხვა ხარჯებს. ირმა მთიულიშვილის შეფასებით, თავშესაფარში დასაქმებული 17 ადამიანი რეალურად ადგილზე არ მუშაობს.

,,ნებისმიერი ადამიანი მივიდეს თავშესაფარში, ნახავს, რომ იქ მხოლოდ ორი ადამიანი ტრიალებს. ქალაქში ძაღლებს არ უტარდება სტერილიზაცია და კასტრაცია. პოპულაციის მართვა არ ხდება" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

საკრებულოს სხდომაზე თავშესაფრისა და მისი ხელმძღვანელის მუშაობა დადებითად შეაფასეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები