ახალი ამბები
,,მომწამლავი ნივთიერება ჯერ დაუდგენელია" - გორის ჰოსპიტალში ახალგაზრდებს ხელოვნური სუნთქვა უტარდებათ
გორის ჰოსპიტალში მოთავსებული ახალგაზრდები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 25 და 35 წლის ასაკის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.

დღეს დილით გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში ნახეს. შსს განცხადებას გაავრცელებს.

გაგრძელება:

მოწამლული სამი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალა - პოლიციამ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე დაიწყო
Print

სტატიის გამოყენების პირობები