ახალი ამბები
გორში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
10 დეკემბრიდან ტერაბანკის მომხმარებლებს კიდევ ერთი განახლებული ფილიალი ამჯერად უკვე ქალაქ გორში მოემსახურება. ფილიალი, რომელიც სტალინის N29-ში მდებარეობს, „ფინანსური სახლის“ კონცეფციის შესაბამისია. აქ მისულ მომხმარებლებს განსაკუთრებული, მყუდრო და უშუალო სივრცე, თანამედროვე ინტერიერი, მეგობრული პერსონალი, მათზე მორგებული სრული საბანკო მომსახურება და შეთავაზებები დახვდებათ.

გორის განახლებული ფილიალი მომხმარებლებს სტანდარტულად, ორშაბათიდან პარასკევამდე 10:00-18:00 საათებში, შაბათს კი 10:00-14:00 საათებში მოემსახურება.

„ფინანსური სახლის“ კონცეფცია ტერაბანკმა პირველად 2016 წელს დანერგა. მისი მთავარი მახასიათებლები უშუალო ურთიერთობები, განსხვავებული და კომფორტული გარემოა, რომელიც ბანკს არ ჰგავს. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით „ფინანსური სახლის“ კონცეფციით ტერაბანკის უკვე 15 ფილიალი ფუნქციონირებს. განახლების პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა ფილიალს მოიცავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები