ახალი ამბები
ახალგორელი აქტივისტი შიშობს, რომ მას რაიონიდან გააძევებენ
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაიშვილი ფიქრობს, რომ მას, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით,  რაიონიდან გააძევებენ. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე მიღწეული გარკვეული წარმატება, შესაძლოა, უშედეგოდ დასრულდეს. ითხოვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.

,,წელიწადი და ოთხი თვეა ფაქტიურად ტყვეობაში ვარ. სისხლის სამართლის სამი საქმეა ჩემს წინააღმდეგა აღძრული. ყოველდღიურად ირღვევა ჩემი უფლებები. ესაა ჩემი დევნა როგორც სამოქალაქო აქტივისტის. დევნამ ახლა მიიღო ასეთი ფორმა, მანამდე სამსახურებიდან გათავისუფლება იყო, თავისუფლების უკანონო აღკვეთა... პროკურატურის მიზანია ჩამსვას ციხეში და შემდეგ მოახდინოს ჩემი გამოძევება იმ რაიონიდან, სადაც დავიბადე და 43 წელი ვიცხოვრე. სასამართლო პროცესებზე მაქვს წარმატება, რომელიც შეიძლება წყალში ჩაიყაროს... ამ მიმართვის მიზანია პრემიერი გამომეხმაუროს. პირადად მას მინდა ავუხსნა ჩემი მძიმე მდგომარეობა, რათა არ მივმართო რადიკალურ ზომებს. გთხოვთ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გააზიარეთ, იქნებ გადასცენ ჩემი სურვილი" - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

წელიწადნახევრის წინ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თამარ მეარაყიშვილს პროკურატურაში უჩივლეს ,,ეხო კავკაზას" მეშვეობით გაკეთებული განცხადებების გამო. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცილისწამება დასჯადია და ამის გამო პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები