ახალი ამბები
გორის გვირაბიდან გამოსვლისთანავე მანქანა ბორდიურებს შეეჯახა
გორის გვირაბიდან გამოსული მანქანა ბორდიურებს შეეჯახა. შემთხვევა შუაღამეს მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებაში მგზავრის გადაყვანა აღარ დაჭირდა.

შს სამინისტროს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. რუსულნომრიან ავტომანქანის მძღოლს პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით შეუდგინა ოქმი.

აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებული ფაქტი გულისხმობს საგზაო მანევრის წესების დარღვევას, ასევე, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას. სიჩქარის გადაჭარბებად მიიჩნევა საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის მანძილზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები