ახალი ამბები
ქვათახევის გზაზე ასფალტის დაგება დაიწყო
ქვთახევის სამონასტრო კომპლექსამდე ასფალტს აგებენ. სამუშაოები თელადგორიდან დაიწყო და 4,5 კმ მანძილზე გაგრძელდება.

ამჟამად ახალი გზის დასაგებად სოფელ წინარეხთან მუშაობენ. სამუშაოები 9 თვეში დასრულდება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ქვათახევის მონასტრამდე არსებულ გზას რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" გაიმარჯვა და თანხას 3,5 მლნ 532 000 ლარის ოდენობით აითვისებს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები