ახალი ამბები
არაშენდაში ხეხილის ბაღის გაჩეხვაში ,,ცაცია" მამაკაცი ფიგურირებს (VIDEO)
კოპაძეების ოჯახმა ხეხილის ბაღი სამი წელია გააშენა. პირველი მოსავალი მიიღეს და 9 დეკემბერს 500-ზე მეტი ნერგიდან 128 ცალი ხე დაჩეხილი დახვდათ.

ამბავი მეზობლებმა შეატყობინეს. იმ დღეებში ოჯახის უფროსი ბაზარზე იყო წასული.

,,ეს მოხდა სავარაუდოდ 9 დეკემბერს. პირველი მოსავალი უკვე მივიღეთ. ვერსიები გვაქვს. სოფელში ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი ვარ და რამდენიმე ადამიანს არ მოსწონდა ჩემი აქტიურობა." - ამბობს ნინო კოპაძე. ის თვლის, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის სიბოროტეც ერთვის. არაშენდაში საპრეზიდენტო არჩევნები მმართველმა პარტიამ წააგო.

ოჯახის დიასახლისი ასმათ ნასყიდაშვილი იხსენებს, რომ იმ დღეებში მისი მეუღლე სოფელში არ იმყოფებოდა:

,,იცოდნენ, რომ არ იყო ჩემი მეუღლე სოფელში. ეს ერთ ღამეშია მომხდარი. ორი კაცის ნავალია და ერთი ცაცია იყო. რაც მოასწრეს, ერთ გავლაზე გააკეთეს. ვინც არ უნდა იყოს, ეს ფაქტი სიბოროტეა" - ამბობს ასმათ ნასყიდაშვილი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები