ახალი ამბები
გორის პოლიცია გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს გარემოვაჭრეებისგან იცავს
დღეს დილიდან გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს აკონტროლებენ და იმ ადგილებს იცავენ, რომელსაც გარემოვაჭრეები იკავებენ.

ღონისძიება დილის 9 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სამმართველოს თანამშრომლები ფეხითაც მოძრაობენ.

უკანონო უკანონო გარევაჭრობა გორში მაისიდან აიკრძალა, თუმცა, დროდადრო ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობა მაინც იწყება. ფეხითმოსიარულეთა სავალი, მხოლოდ, მაშინ თავისუფლდება, როდესაც პოლიცია მორიგეობას იწყებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები