ახალი ამბები
გორის 2019 წლის ბიუჯეტი სახელმწიფო ფონდებიდან 14 მლნ ლარს მიიღებს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე გორის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს და უმრავლესობამ დადებითად შეაფასეს. მერიიდან დოკუმენტი საფინანსო სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ წარადგინა. კლასიფიკაციის მიხედვით, შესაბამის მუხლებს მერიის სხვადასხვა განყოფილებების წარმომადგენლები განმარტავდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებით, 2019 წელს, გორის ბიუჯეტს საკუთარი შემოსავლებიდან 7 მლნ ლარის მატება ექნება, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხულ თანხებს, მისი ინფორმაციით, რეგფონდიდან 10 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან - 4 მლნ ლარამდე.

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა ბიუჯეტს პროექტს მხარს არ უჭერს საკუთარ გუნდთან ერთად. მისი თქმით, სოციალურად დაუცველებისთვის ქირის თანხა 80 ლარიდან 150 ლარამდე უნდა გაიზარდოს. მერიამ ნაციონალების წინადადება არ გაითვალისწინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები