ახალი ამბები
მე-12 სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ კარადაში სათამაშოებიც დააწყეს
გორში, სოციალურ კარადასა და მაცივარში მე-12 სკოლის მოსწავლეებმა საჩუქრები მიიტანეს. ქალაქის ცენტრში განთავსებულ ორი ობიექტზე ტანსაცმელი და პროდუქტი მიიტანეს. საჩუქრებს შორის სათამაშოებიც აღმოჩნდა.

კლუბ ,,ერთობის" წევრები ამბობენ, რომ მათ იმ ბავშვების ინტერესებიც გაითვალისწინეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ.

აქცია ,,სიკეთე გადამდებია", როგორც აღვნიშნეთ, გორის N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ,, ერთობის" ინიციატივით გაიმართა. სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელის, ლელა წურწუმიას თქმით, პროდუქტი და ტანსაცმელი მოსწავლეთა ჩართულობით და შემოწირულობებით საახალწლოდ შეგროვდა.

,,დავეხმარეთ ჩვენი სკოლის სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შევავსეთ ქალაქის ცენტრში არსებული სოციალური მაცივარი და სოციალური გარდერობი. ჩვენს სკოლაში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა სამოქალაქო აქტივიზი ამ მიმართულებით, რაც ძალიან სასიხარულოა. დიდი მადლობა ყველა მოსწავლეს, მშობლებს, პედაგოგებს და სკოლის დირექციას. განსაკუთრებით პროექტში ჩართულ ჯგუფს, რომელიც მთელი თვის მანძილზე ზრუნავდა ორგანიზებაზე და ამ მეტად კეთილშობილური საქმის ერთიბლივად წარმატებულად განხირციელებისთვის." - აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები