ახალი ამბები
შიდა ქართლში ყინვის საწინააღმდეგო დანადგარი ჩამოიტანეს
გორში რეგიონის ფერმერებთან ყინვის საწინააღმდეგო სისტემების პრეზენტაცია მოეწყო. ბელგიურმა კომპანია ,,აგროფროსტმა“ მათ უახლესი წარმოების დანადგარი წარუდგინა,.

აგროფროსტის წარმომადგენლის განცხადებით, დანადგარი ხეხილსა და კენკროვან კულტურებზე ყინვის უარყოფით ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს .

დანადგარი გათვლილია საგაზაფხულო ყინვისთვის, როდესაც ხეხილს ფოთლები უკვე გამოაქვს. აღნიშნეს, რომ დანადგარის შეძენის მსურველებს შეუძლიათ პროექტების მართვის სააგენტოს მიმართონ და პროგრამის 40%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლონ.

კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა არნო კლაიბურგმა შეხვედრაზე ფერმერებს დეტალურად გააცნო სისტემის ინსტრუქცია. პრეზენტაცია გაიმართა ხეხილის ბაღშიც, სადაც ფერმერებს საშუალება ჰქონდათ ენახათ დანადგარის მუშაობის პრინციპი.

შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები და რეგიონის ფერმერები ესწრებოდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები