ახალი ამბები
გადათხრილი ახალბაღის პარკი
გორის ახალბაღის პარკი ექსპერტებმა დატოვეს. ამჟამად, გათხრებს ბაღის ტერიტორიაზე აღარავინ აწარმოებს. ნეშტის სამძებრო სამუშაოები თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა.

ექსპერტები ,,ახალბაღში" 2018 წლის 16 ნოემბერს გამოჩნდნენ. 21 ნოემბერს შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ კრიმინალისტები ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილზე მუშაობენ.

„2004 წელს მომხდარ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული და მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებული იქნა მითითებული ადგილი და აღებული იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მასალის შესწავლა.“- ამბობდა კახაბერ საბანაძე.

მანამდე, პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მიიყვანა და ექსპერიმენტი ჩაატარა. ბრალდებულს უნდა გაეხსენებინა, თუ სად იყო დასაფლავებული ბავშვი. ბრალდებული, 2018 წლის ნოემბერში, სულ სხვა საქმეზე, 9-წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. იმ პერიოდში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ მისი გვარი 14-წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭის საქმეშიც ფიგურირებდა.

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები