ახალი ამბები
გორი-კარალეთის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა
გორი-კარალეთის გზაზე, რესტორან ,,ნაჭარმაგევის" სიახლოვეს მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას დიდი სისწრაფით მოძრავი ,,opel”-ის მარკის ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს- სამსხურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები