ახალი ამბები
გორის რაიონში აზნეთის დასახლებაში საწყობი იწვის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან, აზნეთის დასახლებაში საწყობს ცეცხლი წაეკიდა.

ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ იწვის ის ადგილი, სადაც თივას ინახავენ. თივასთან ერთად საწყობსში ნახერხიც დაიწვა.

საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება არ არსებობდა. საწყობის გვერდით სამშენებლო მასალების საამქროები მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები