ახალი ამბები
გორში პოლიციის პიკაპი და ,,ოპელი" ერთმანეთს შეეჯახა
გორში, სადგურის დასახლებაში ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და ,,ოპელის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ორივე მანქანა ერთ გზაზე, თუმცა საპირისპირო მხარეს მოძრაობდა.

სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში ორივე მანქანის მძღოლი გადაიყვანეს. ქუჩა, სადაც შეჯახება მოხდა, ცალმხრივია. 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები