ახალი ამბები
პროფილაქტიკაში საშობაო ,,ნაძვის ხე" საბურავებით ააწყეს
ქალაქ გორში, წმინდაწყალზე, საშობაო ,,ნაძვის ხე" საბურავებით ააწყეს. პროფილაქტიკის თანამშრომლებმა ის საახალწლო ატრიბუტიკით, განათებებით მორთეს.

ობიექტი მართალია ღამით არ მუშაობს, თუმცა ავტოსახელოსნოს გარეთ მძღოლებს შეუძლიათ საკუთარი მანქანების საბურავების დასაბერად ტუმბო ღამითაც გამოიყენონ.

აღნიშნული ობიექტი ,,გალფის" ბენზინგასამართი სადგურის გვერდით მდებარეობს და იქ მძღოლებს ძირითადად სწორედ საბურავების შეკეთებაში ეხმარებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები