ახალი ამბები
ხურვალეთში რუსი სამხედროები დასაკავებლად 2 მამაკაცს მისდევდნენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში 33-წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ გაავრცელა.

მისი თქმით, სოფლიდან მოსახლეობამ დაკავების ფაქტი დაინახა.

ადგილობრივი მკვიდრი თინა ელკანაური ამბობს, რომ ფერდოებზე დაინახა ბიჭები, რომლებიც გარბოდნენ და მისდევდათ ერთი პიროვნება. შემდეგ გაირკვა, რომ 2 ახალგაზრდას რუსი სამხედრო მისდევდა.

ხურვალეთელებიდან ერთმა გაქცევა მოახერხა, მეორე კი, დააკავეს.

ლუდა სალიას ინფორმაციით, დაკავება იმ გზის სიახლოვეს მოხდა, სადაც გზა ახალგორის რაიონისკენ მიდის. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოფიციალურ საიტებზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

გაგრძელება:

ხურვალეთში შშმ პირი რუსმა სამხედროებმა მეორედ დააკავეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები