ახალი ამბები
მეტეხი - ქვემო გომის გზის ტენდერში დეპუტატ მაკრახიძის კომპანია ნახევარ მილიონს აკლებს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და ქვემო გომს შორის არსებულ გზაზე საგზაო ტენდერში სამი კომპანია ცდილობს გამარჯვებას.

ესენია: დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კომპანია ,,იბოლია" (,,შარასთან" ერთად), ასევე, ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" და კომპანია ,,მილენიუმ ბილდერს გრუპ".

ტენდერის საწყისი საღირებულება 3 მლნ 427 848 შეადგენდა. კომპანიებმა საგზაო დეპარტამენტს საკუთარი წინადებები უკვე შესთავაზეს. ამათგან, ყველაზე ნაკლები თანხით დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კომპანია ( ერთობლივად ,,იბოლია" და ,,შარა" ) წარსდგა.

შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" - 3 მლნ 349 997 ლარი

,,მილენიუმ ბილდერს გრუპ" - 3 მლნ 162 761 ლარი.

,,იბოლია" - ,,შარა" - 2 962 869 ლარი.

გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. გზის სიგრძე 4,5 კმ-ს შეადგენს და მეტეხის დევნილთა დასახლებასთან გაივლის.




Print

სტატიის გამოყენების პირობები