ახალი ამბები
ნიქოზში მოსახლეობას მწოლიარე ადამიანის მოვლაზე სემინარი ჩაუტარეს
ნიქოზის ამბულატორიაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან სამედიცინო ცოდნის დონის გაზრდის  მიზნით, საინფორმაციო ლექცია - სემინარი გაიმართა.

სემინარზე ამბულატორიის ოჯახის ექიმმა ნინო მეტრეველმა, მწოლიარე ადამიანების მოვლაზე, ნაწოლების დამუშავებაზე, ჰიგიენაზე და ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ამ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს.

საინფორმაციო შეხვეედრას ესწრებოდნენ ის პირები, ვისი ოჯახის წევრებიც მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებიან და უწევთ მათი მოვლა პატრონობა.

ლექციის დასრულების შემდეგ ნიქოზიის ამბულატორიამ ყველა მსმნელს ჰიგიენური საშუალებები: საფენები, პამპერსები და სველი ხელსახოცები გადასცა.

ნიქოზიის ამბულატორია ვმსგავსი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები