ახალი ამბები
შიდა ქართლელი დეპუტატები მხოლოდ ,,დიახ" ღილაკს აჭერენ ხელს
შიდა ქართლიდან, გორის მაჟორიტარ დეპუტატს იოსებ (სოსო) მაკრახიძეს ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვედზე ინახება.

სტატისტიკის მიხედვით, იოსებ მაკრახიძე არ დაესწრო მხოლოდ 8 კენჭისყრას, ისიც საპატიო მიზეზით. ყველაზე დაბალი აქტივობით ამ მხრივ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი მეზურნიშვილი გამოირჩევა. ის არ დაესწრო 388 კენჭისყრას.

უფრო კონკრეტულად:

იოსებ მაკრახიძე (გორის მაჟორიტარი დეპუტატი) - მონაწილეობა მიიღო 1142 კენჭისყრაში, დააჭირა ,,დიახ" ღილაკს 1142-ჯერ.




გიორგი თოთლაძე (ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი) - ,,მონაწილეობა მიიღო 983 კენჭისყრაში, ,,დიახ" ღილაკს დააჭირა 983-ჯერ. არ დაესწრო 162 კენჭისყრას.

სიმონ ნოზაძე (ხაშურის მაჟორიტარი, დამოუკიდებელი) - ,,მონაწილეობა მიიღო 1134 კენჭისყრაში, ამდენჯერვე დააჭირა ,,დიახ" ღილაკს; არ დაესწრო - 16 კენჭისყრას.

ირაკლი მეზურნიშვილი (კასპის მაჟორიტარი დეპუტატი) - ,,მონაწილეობა მიიღო 762 კენჭისყრაში, ამდენჯერვე დააჭირა ,,დიახ" ღილაკს, არ დაესწრო 388 კენჭისყრას
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები