ახალი ამბები
კავთისხევში არაშენებულ პლასტმასის საწარმოს დირექტორს თანხის უკან დაბრუნებას სთხოვენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში პლასტმასის საწარმო უნდა აშენებულიყო. 2014-16 წლებში, აწარმოე საქართველოს ფარგლებში კომპანია ,,ჯი ემ პლასტიკი" 104 ათასი ლარის ინვესტიციას გეგმავდა. დღეს, აღნიშნული საწარმო სოფელ კავთისხევში არ არსებობს.

პლასტმასის საწარმოს მშენებლობა სოფლის შესასვლელში 2014 წლის დასაწყისში დაიგეგმა. საქართველოს მთავრობის 11 ივნისის განკარგულებით კომპანია ,,ჯი ემ პლასტიკი" გახდა აწარმოე საქართველოს ბენეფიციარი. მას დაახლოებით 26 ათასი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ,,ჯი ემ პლასტიკი", მთავრობის განკარგულების გამოცემამდე, 12 დღით ადრე დაფუძნდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ,,ჯი ემ პლასტიკი" დაარსდა 2014 წლის 29 მაისს. მისი დამფუძნებელია ზაალ მეტრეველი. საწარმოს კაპიტალი სულ რაღაც 300 ლარს შეადგენდა.

,,ჯი ემ პლასტიკს" სასამართლოში ეკონომიკის სამინისტრო უჩივის და პირგასამტეხელოს სახით უკან 45 ათასი ლარის დაბრუნებას სთხოვს. კავთისხევში მდებარე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს დაუბრუნდა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები