ახალი ამბები
ქვემო ჭალაში ბანერი მოიპარეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ,,ამილახვრობა 2018"-ის ბანერი მოიპარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს.

ღონისძიების ინიციატორის, ცირა ხელაშვილის განცხადებით, ბანერი გვიან ღამით კლუბის შენობის კედლიდან ჩამოხსნეს და წაიღეს. ბანერი ახალგაზრდების მიერ შეგროვებული თანხით დაამზადებინეს.  მასზე იმ სტუმრების ავტოგრაფებია აღნიშნული, რომლებიც სადღესასწაულო ღონისძიებაზე სოფელს ესტუმრნენ.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ქვემო ჭალის ახალგაზრდებმა ,,ამილახვრობა 2018" 14 ოქტომბერ გამართეს. საკუთარი ძალისხმევით, მათ მიერვე მოწყობილ სკვერში, სხვადასხვა ღონისძიებები ჩაატარეს.

გამოფინეს ნახატები, ნამუშევრები, გაიმართა ჭიდაობა, რომლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკონცერტო დარბაზისკენ გადაინაცვლა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები