ახალი ამბები
გორის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში შობას შეხვდნენ - 25 დეკემბერი
გორში ევანგელურ-ბპროტესტანტულ ეკლესიის წევრები 25 დეკემბრის დადგომას საზეიმოდ შეხვდნენ. წმინდაწყლის დასახლებაში ეკლესიის მსახურებმა და მათმა შვილებმა კონცერტი გამართეს. ფეიერვერკებამდე და ქრისტეშობის დადგომამდე იგალობეს - ,,იესო დიდებულია".

ევანგელისტურ-პროტესტანტულ (ბაპტისტური) ეკლესია ცხინვალის გზატკეცილზე, ვოლოგდის დასახლებაში მდებარეობს. საცხოვრებელი სახლი პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებმა თითქმის 20-წლის წინ შეიძინეს. პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე qartli.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დღეს ვითარება მკვეთრად შეცვლილია. მათ საქმიანობას პრობლემებს აღარავინ უქმნის:

,,სამწუხაროდ, იყო წლები, როდესაც ჩვენ ამის თქმა შეგვეძლო, მაგრამ დღეს სიტუაცია მკვეთრად შეცვლილია." - ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები